• Welcome

    კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

  • Welcome

    კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

ჩვენი კომპანია დაარსდა 1998 წელს სახელწოდებით  „ჰერმესი-98“, ხოლო 2012 წელს დაერქვა სახელი „Beverage Technologies”. კომპანიამ თავიდანვე დაიწყო მუშაობა ვიწრო პროფილით – ღვინისა და ლუდის ფილტრაცია და სტაბილიზაცია. თუმცა კომპანიას გააჩნია არყისა და კონიაკის, სასმელი და მინერალური წყლის, ხილის წვემებისა და უალკოჰოლო სასმელების ფილტრები.

 ჩვენი კომპანია წარმოადგენს ამ მიმართულებით მომუშავე ყველაზე წარმატებული ფირმების დისტრიბუტორს ამიერკავკასიაში. ესენია – Filtrox (შვეიცარია), Stabifix Brauerei-Techniker  (გერმანია),  CECA Arkema group (საფრანგეთი),  BASF (გერმანია).

 გთავაზობთ ჩვენი კომპანიის მიერ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქციის ზოგად ჩამონათვალს:

ყველანაირი ტიპისა და წარმადობის საფილტრი აპარატურა: ჩარჩო-ფილტრები, დისკური ფილტრები, მემბრანული ფილტრის სახლები, კიზილგურის ფილტრები, პვპპ-ფილტრები.

საფილტრი საშუალებები: ყველანაირი ფილტრ-კარტონები, მემბრანული კარტრიჯები, დისკური ფილტრის ფირფიტები, ყვალა ფრაქციის კიზილგური, პერლიტი, ცელულოზა.

 სტაბილიზატორები:

პროტეინების ადსორბანტები: სხვადასხვა ტიპის სილიკოგელები, ქსეროგელები და ჰიდროგელები.

მაღალმოლეკულური პოლიფენოლების ადსორბანტი – პვპპ (პოლივინილპიროლიდონი).

 ყველა მეღვინემ უნდა გაითვალისწინოს, რომ დაბალი ხარისხის პვპპ  ხშირად ავლენს კარცეროგენულ თვისებებს!

ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად უსაფრთხო, გერმანული წარმომავლობის პვპპ!

ჩვენ გვაქვს უმაღლესი ხარისხის მემბრანული კარტრიჯები ყველაზე იაფად!

ჩვენ გვაქვს უმაღლესი ხარისხის ფრანგული კიზილგური ყველაზე იაფად!

ჩვენმა ფირმამ 2015 წლიდან დაიწყო ღვინის ქართული მშრალი საფუარის წარმოება (იხ. სიახლეები)!